მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbus-ი 2019 წლის ლიდერი კომპანიაა

5e160590e9b35
BM.GE
08.01.20 22:45
1184
ფრანგული კომპანია Airbus, 2011 წლის შემდეგ პირველად, ავიამშენებლობის დარგში ლიდერ კომპანიად დასახელდა და თვითმფრინავების გაყიდვის რაოდენობით ამერიკულ Boeing-საც აჯობა.

Reuters-ის ინფორმაციით, 2019 წელს Airbus-ის მიწოდება თითქმის 8%-ით გაიზარდა და 863 თვითმფრინავი შეადგინა. ცვლილებები კი, ორ კორპორაციას შორის ძირითადად განპირობებულია Boeing 737 MAX–ის კრიზისით, ანუ ორი ავიაკატასტროფითა და დეფექტის გაუმართავობით.

ამ დროისთვის, Airbus-ის წარმომადგენლები კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში გასული წლის შემაჯამებელ ოფიციალურ სტატისტიკას გამოაქვეყნებენ, სადაც დეტალურად იქნება დათვლილი კომპანიის მოგებისა და გაყიდვების მაჩვენებლები.