მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbus-ის ზარალმა 2019 წელს 1.36 მლრდ ევრო შეადგინა

5e466aa152a3a
ნათია თაქთაქიშვილი
14.02.20 22:20
1161
როგორც Agence France Presse-ი იუწყება, Airbus-ი ზარალის შესახებ აცხადებს. 2019 წელს კომპანიის წმინდა ზარალმა 1.36 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიაზე ნეგატიურად აისახა ის ჯარიმები, რომლებიც „ქრთამის სკანდალთან“ არის დაკავშირებული.

სკანდალი კომპანიის საეჭვო გაყიდვებით გამოწვეულ კორუფციას უკავშირდება. აღნიშნულის გამო, კომპანიას 3.6 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს. კომპანიამ ჯარიმა უნდა გადაუხადოს ბრიტანეთს, საფრანგეთს და აშშ-ს.

Airbus-ი იქვე აღნიშნავს, რომ მისი ოპერაციული მოგება 6,9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა და 880 თვითმფრინავის აგებას გეგმავს 2020 წელს, მაშინ როცა ცნობილმა თვითმფინავების მწარმოებელმა 2019 წელს 863 თვითმფრინავის აგება შეძლო. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წელს გაზრდილი იყო კომერციული თვითმფრინავების შეკვეთები.