მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აივაზოვსკის ნახატი "სოტბის" აუქციონზე 2,2 მილიონ სტრელინგად გაიყიდა

5ed74a36e9067
ნათია თაქთაქიშვილი
03.06.20 23:00
3319
ცნობილი რუსი მხატვრის ივან აივაზოვსკის ტილო „ნეაპოლის ყურე“ Sotheby's აუქციონის ტოპ-ლოტი გახდა.

1878 წელს შესრულებული პეიზაჟი 2,295,000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ლოტის საწყისი ღირებულება ორჯერ ნაკლები იყო.

აუქციონზე აივაზოვსკის კიდევ ერთი ნამუშევარი „გემი მთვარის შუქზე“ 435,000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ტილო 1868 წლით თარიღდება.

ივანე აივაზოვსკი გამოირჩევა საკუთარი დამახასიათებელი სტილით, მიმართულებით იგი მარინისტია, აივაზოვსკის ძირითადი ნამუშევრები გამოირჩევა ზღვის პეიზაჟებით.

სიცოცხლის განმავლობაში მარინისტმა შემოქმედმა 6000-ზე მეტი ტილო შექმნა. ის არჩეულ იქნა ხუთი სამხატვრო აკადემიის წევრად და უამრავი ორდენის მფლობელი იყო.