16.აგვისტო .2019 10:16

აჯიკის მწარმოებელი კომპანია კვლევას პასუხობს, რომელმაც მათს პროდუქციაში საღებავი აღმოაჩინა

views 732
უკან

აჯიკის მწარმოებელი კომპანია “ესი” კვლევას პასუხობს, რომელმაც მათს პროდუქციაში არასაკვები საღებავი აღმოაჩინა.

კომპანიის ინფორმაციით, ისინი ჩაატარებენ შიდა მოკვლევას და დაადგენენ, თუ რა გახდა კვლევის შედეგის მიზეზი. მათ ინფორმაციით, კვლევის შედეგი მათთვის მოულოდნელი იყო.

“განსაკუთრებით, გავამკაცრებთ კონტროლს ჩვენს თითოეულ მომწოდებელზე. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენთვის პროდუქტის ხარისხი ნომერ პირველი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ რომ მსგავსი შემთხვევა გამოირიცხოს. გამომდინარე იქიდან რომ ბაზარზე მხოლოდ სამი თვეა რაც ვართ და წარმოებული პროდუქტი ძალიან მცირეა.

ჩვენთვის კვლევის შედეგები მოულოდნელი იყო და მისი ნამდვილობის შემთხვევეაში ერათადერთ მიზეზად მომწოდებლების არაკეთილსინდისიერებას განვიხილავთ”,-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების სურსათიდან 6 ნიმუშში არასაკვები საღებავები აღმოჩნდა.

ორგანიზაციამ ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები აიღო და გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გააგზავნა.

პროდუქტები, რომელშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა:

ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს "გსქ კულა";
ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა;
ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი;
ეს აჯიკა, შპს "ეს";
ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo;
მშრალი აჯიკა, თეთნულდი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა