მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკადემიური წელი არ იქნება, სემესტრი შედგა - განათლების მინისტრი

5ebe6eae926d3
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.20 14:30
1372
"აკადემიური წელი არ იქნება, სემესტრი შედგა", - ასე შეაფასა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროში მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის წინ, საგანმანათლებლო სისტემის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.

"დღევანდელი ჩვენი პრეზენტაციის მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ დისტანციური სწავლების დანერგვვით მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აკადემიური წელი არ იქნება, შესაბამისად სემესტრი შედგა და მოსწავლეები გადავლენ შემდგომ კლასებში, სტუდენტები გადავლენ შემდგომ კურსებზე.

ეს არის ჩვენი მთელი საგანმანათლებლო სფეროს დიდი დამსახურება და აქ განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს, პედაგოგებს, პროფესორებს, იმ ნამდვილი გმირობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს", - განაცხადა მინისტრმა.