მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ონლაინ სწავლებისთვის შემოთავაზებული რესურსები არასაკმარია, განათლების მკვლევარები ფიქრობენ, რომ 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ უნდა გამოცხადდეს.
როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს არსებული დანაკლისის მომდევნო წლებში აღმოფხვრაზე.
„სხვადასხვა კუთხით უნდა შევაფასოთ ეს საკითხი. თუ მთელი წელი გამოცხადდება, ეს ნიშნავს, რომ რაც დახარჯულია ამ წლის ¾-თვის ხელახლა უნდა დაიხარჯოს, რაც უზარმაზარი ტვირთი იქნება განათლების სისტემისთვის.
მეორე პედაგოგიურად, რაც ისწავლეს ბავშვებმა გაუგებარი იქნება მათთვის, რომ შემდეგ წელს იგივე გავამეორებინოთ. ამის გარდა იქნება ინფრასტრუქტურული პრობლემა. თუ წელს გავიმეორებთ შემდეგ წელს ორჯერ მეტი პირველკლასელი გვეყოლება, ანუ სისტემაში 13 კლასის ბავშვები და შესაბამისად უფრო მეტი მასწავლებელი დაგვჭირდება.
ამის გარდა, უსამართლო იქნება იმ სკოლებისთვის, რომლებიც ახლაც აგრძელებენ სწვალებას და იმის თქმა, რომ თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ უსამართლოა. ამიტომ სამინისტროს პოზიცია, რომელიც თვლის, რომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ არ გამოცხადდეს აკადემიურად, სწორია.
ჯერჯერობით რაც გაკეთდა აუცილებელი ნაწილია, მაგრამ არა საკმარისი. აქცენტი რესურსების შექმნაზეა გაკეთებული, მაგრამ ინტერნეტის პრობლემა გვაქვს, ამიტომ ალტერნატიულ გზებზე უნდა იფიქროს სახელმწიფომ, არა მხოლოდ იმაზე, რომ 2 თვეში დაფაროს ყველა სკოლა, არამედ იმაზე, რომ ის დანაკლისი, რასაც ახლა მიიღებენ სკოლები, მომდევნო წლებში აღმოფხვრან.“ - განაცხადა ჯანაშიამ.
აკადემიური წლის გამოცხადების იდეას არ ემხრობა არც „განათლება ყველასათვის-საქართველო“ − გამგეობის თავმჯდომარე რევაზ აფხაზავა. მისი ინფორმაციით, კოალიცია დონორ ორგანიზაციებთან ერთად დამატებითი რესურსების მობილიზების მიმართულებით მუშაობს.
„ახლა ის დროა, როცა ძალები უნდა გავაერთიანოთ იმისათვის, რომ მოსწავლეებს დახმარება აღმოვუჩინოთ. ჩვენი კოალიციაც დონორი ორგანიზაციების დახმარებით საკმაოდ დიდი ძალების კონსოლოდრებას ახდენს იმისთვის, რომ ერთიანი ჩარჩო შევქმნათ. ჩვენი რესურსი ითვალისწინებს სკოლამდელი მზაობის პროგრამას, ასევე დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურისთვის სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფებისთვის დისტანციური სწავლების რესურსების მომზადებას.
უკვე ამ კვირიდან ვიწყებთ მასწავლებლებთან თანამშრომლობას იმისთვის რომ საბუნებისმეტყველო საგნებში, წიგნიერებაში, მათემატიკაში მომზადდეს ის რესურსები, რომლებიც გამოადგებათ მოსწვლეებს და მასწავლებლებს და ეს მნიშვნელოვანია, უნდა ვეცადოთ პროცესში სხვადასხვა ორგანიზაციები და ბიზნესები ჩაერთონ. ტელესკოლა არ იქნება საკმარისი და ამიტომ დამატებითი რესურსის მობილიზება უმნიშვნელოვანესია," - განაცხადა აფხაზავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ