„ფაქტი სახეზეა, რომ ისინი (მთავრობა) ამ თანხას ვერ ითვსებენ, ან არაეფექტურად ითვისებენ,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ მთავრობის მიერ საგარეო ვალის ათვისებაზე კომენტირებისას განაცხადა.
კერძოდ საკითხი 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 231 მლნ ლარით 13.3 მლრდ-მდე ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს. გარდა ამისა, ირკვევა, რომ წელს მთავრობა არა - 400 მლნ-ის, არამედ 900 მლნ ლარის შიდა ვალს აიღებს, მაშინ როდესაც ვერ აითვისეს გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები 360 მლნ ლარის ოდენობით.
როგორც ეკონომისტი განმარტავს, არანაირი გარანტია და მოცემულობა იმისა არ არსებობს, რომ მომავალში ხელისუფლება გახდება გაცილებით უფრო პროდუქტიული, შედეგად მისი შრომის ნაყოფიერების მაჩვენებლები მოიმატებს, ხოლო რუტინული შრომით შეძლებენ და ორმაგად აითვისებენ იმ თანხებს, რა თანხებიც ამ ხნის განმავლობაში ვერ აითვისეს.
„რატომ ვერ ითვისებენ იმ თანხებს, რომელსაც იღებენ ვალად? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია, არაკომპეტენტურობა, მეტი არაფერი.
არ იციან მუშაობის პრინციპი, ქვეყნის კანონმდებლობას არ იცნობენ, ასევე არ იციან, რა ვადებში უნდა გამოაცხადონ ტენდერები და არ უყვართ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. არ იციან ხელშეკრულებები როგორ უნდა გააფორმონ. არ იციან, ფულის ხარჯვას მონიტორინგი როგორ უნდა გაუწიონ. არ იციან, რა ვადებში უნდა მოხდეს ფულის გადარიცხვა და შემდგომ ამის შემდგომი ათვისება. ეს არის კონკრეტული დეტალები, რომელიც ადმინისტრირების პროცესს უკავშირდება, რომელიც კანონმდებლობით უკვე წინასწარ არის გაწერილი. გარდა ამისა ჩვენ პროგრამული ბიუჯეტი არ გვაქვს, ანუ კონკრეტული დანახარჯი რა ეფექტის მომტანი იქნება, რას დაკარგავს საზოგადოება და სანაცვლოდ რას მიიღებს“ - განაცხადა ცომაიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი