მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ცომაია: პრეზიდენტმა ფული ძალიან დიდ სისულელეებში შეიძლება დახარჯოს

5d89f61435b5b
ლიკა გურაბანიძე
24.09.19 18:20
1119
„არ აქვს მნიშვნელობა ის თანხებს რა ტიპის მიღებებზე დახარჯავს. მან ფული ძალიან დიდ სისულელეებში შეიძლება დახარჯოს", - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის 2.2 მლნ ლარით გაზრდასთან დაკავშირებით bm.ge-ის განუცხადა.

კერძოდ, მთავრობა სალომე ზურაბიშვილს "ვიზიტებისა და ღონისძიებების" გამო, ბიუჯეტს 2.2 მლნ-ით უზრდის. “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამტკიცებული ასიგნებები გაიზარდა 2.2 მლნ ლარით და შეადგენს 8.2 მლნ ლარს.

ეს ყველაფერი სასაცილოა იმის ფონზე, როცა პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული ადამიანებისთვის შეწყალების რაოდენობა არანორმალური მასშტაბით იზრდება და იმის ფონზე, რომ გვეშინია პრეზიდენტი ხვალ და ზეგ რას იტყვის. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ვითხოვთ, რომ პრეზიდენტმა მისი ყოველი სიტყვა გამოსვლის დროს შეგვითანხმოს. ამ ფონზე, როდესაც პრეზიდენტს 2 მლნ ლარით უზრდიან ბიუჯეტს კიდევ უფრო მეტად გვეშინია იმის, რომ ჩვენ მიერ გადახდილ გადასახადებს რაში გამოყენებს? არ აქვს მნიშვნელობა ის თანხებს რა ტიპის მიღებებზე დახარჯავს. მან ფული ძალიან დიდ სისულელეებში შეიძლება დახარჯოს", - განაცხადა ცომაიამ.