მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი საღირაშვილი ბათუმში Columbia Shipmanagement - ის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას დაესწრება

5dbc109bc477b
BM.GE
01.11.19 14:55
1305
ხვალ, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმში, საერთაშორისო კომპანიის Columbia Shipmanagement - ის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას დაესწრებიან. (მისამართი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N 85).

გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობას მიიღებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, კაპიტანი ზაზა მახარაძე.

ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვიდნენ კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლები: მარკ ო'ნილი - Columbia Shipmanagement-ის პრეზიდენტი, ლეონიდ ზალენსკი - CSM-ის საზღვაო ჯგუფის დირექტორი, ნორმან შმიედლი - CSM -ის საკრუინგო ჯგუფის დირექტორი (Mr. Norman Schmiedl - Crewing Group Director), მარკ პენი - CSM -ის ფლოტის მენეჯერი (Mr. Mark Penny – Fleet Manager) და ჯორჯ ბუსემენი - CSM-ის წარმომადგენელი.

„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი" (CSM) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელიც გემების მართვას და გემების ეკიპაჟის მენეჯმენტს აერთიანებს. კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუინგო კომპანია აქვს, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, აქვს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ყავს 15000 ადამიანი.

დღესდღეობით, CSM ქართველი მეზღვაურების ძირითადი დამსაქმებელი კომპანიაა, რომელსაც საქართველოსთან თანამშრომლობის 18 წლიანი გამოცდილება აკავშირებს.