მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ზოიძე - "პესიმისტური სცენარით მივდივართ... ზომების გამკაცრება გარდაუვალია"

5fbe2622d069e
ინგა მურუსიძე
25.11.20 13:44
706
სამწუხაროდ, პესიმისტური სცენარით მივდივართ... ზომების გამკაცრება გარდაუვალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე წერს. ზოიძე გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით შედგა.

ზოიძე მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად და პირველ რიგში მედპერსონალი არ იქნება საკმარისი.

„ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება. ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შეჩერება შეიძლება 3 მიმართულებით ერთდროულად ზომების მიღებით:

1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებით და ამის დემონსტრაციული გაკონტროლებით;

2. ტესტირების შემდგომი გაფართოებით და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის დიგიტალურის) ჩართვით, რომ დროულად მოხდეს მათი თვითიზოლაცია და/ან კოვიდსასტუმროში გადასვლა;

3. ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში - დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც. ამ შემთხვევებში უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტის და იმავდროულად სოციალურ- ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები.

ახლა თუ მივიღებთ ამ ზომებს, ორ კვირაში წავა ინფიცირებულთა კლება და 20-24 დღეში კი სიკვდილობის შემცირება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დასაწერად ადვილია, განსახორციელებლად ძალიან ძნელი. მაგრამ ჩემი აზრით სხვა გამოსავალი ეხლა უკვე არ არის რომ ინფიცირებულთა ექსპონენციალური ზრდის ტემპი შევანელოთ“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.