მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ზოიძე: ჩაკეტვებს და სრულ შეზღუდულობას აზრი არ აქვს, მთავარია ვითარება გონივრულად ვმართოთ

5f6efba2a5353
ლიკა გურაბანიძე
26.09.20 12:13
1793
“ჩაკეტვებს და სრულ შეზღუდულობას აზრი არ აქვს მთავარია ეს ყველაფერი გონივრულად ვმართოთ. დღეს ცუდი შედეგი არ არის.” - ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ Forbes Talks-ში COVID19-ზე საუბრისას განაცხადა. ზოიძე მიიჩნევს, რომ დღეს მდგომარეობა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გაკონტროლდეს. 

"COVID19-ით ინფიცირებულთა საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება გვაქვს ეს გასაკვირი არც არის. ჩაკეტვას აზრი აქვს, როდესაც შენ ინფექციის გადაცემის ჯაჭვს ერთხელ გაწყვეტ, ხოლო შემდეგ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა აკონტროლო და პრინციპში ასეც ვიქცეოდით.” - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის თქმითვე, დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად საზოგადოებამ ვირუსის შესახებ  გაცილებით მეტი იცის.

“ვიცით ვირუსი როგორ უდნა ვმართოთ. ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კვლევა წავიკითხე და შანსი იმისა, რომ ინფიცირებული ადამიანებიდან რომელიმე მათგანი გარდაიცვალოს 30%-დან 50%-მდეა შემცირებული. კაცობრიობამ ამ ვირუსის კონტროლი და დაინფიცირებული ადამიანის შედეგების შერბილება ისწავლა.

ეს ორი ფაქტორი დღეს მოქმედებს და ჩვენმა ექიმებმაც ვირუსთან გამკლავება ისწავლეს. ჯანდაცვის სისმტემაში მომუშავე ადამიანებს სხვადასხვა ნაწილში ტრეინინგები ჩაუტარდათ.” - განაცხადა ზოიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ აუცილებელია აქტიურად გაგრძელდეს ინფიცირებულთა კონტაქტების მოკვლევისა და დადგენის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქვეყანა მნიშვნელოვანი ეპიდემიური აფეთქების წინაშე დადგეს.

“თუ შემდგომი ორი კვირა ასე გაგრძელდა ჩვენ ყვითელ ზონაში გადავალთ. დღეს საავადმყოფოში 870 ადამიანი წევს, ეს ციფრი 2000-ზე რომ ავა ვნახავთ, სისტემა რამდენად უძლებს და გასული დრო რამდენად ადეკვატურად გამოვიყენეთ. 

ყოველდღიურად გაორმაგება არ ხდება, ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. თუმცა, აუცილებელია ის ფაქტორი, რომ არ უნდა გაეპაროთ მასობრივად 100-დან 10-ზე მეტი კონტაქტი და ამის გაკეთება 48-72 საათის განმავლობაში უნდა მოახერხონ. მაშინ შესაძლებელია, რომ ეს მცირე მასშტაბის აფეთქება გავაკონტროლოთ წინააღმდეგ შემთხვევაში მატება მოხდება და 2000-მდეც ავა.” - განმარტა ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა.

Forbes Talks - აკაკი ზოიძე, დავით გზირიშვილი: