მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ზოიძე: დღეს თუ ჯანდაცვის სისტემას რამე აკლია, აკლია ის, რომ არ არსებობს მოხმარების მართვა

5e2c0b4398084
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.20 14:30
1277
ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ არსებული ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჯადაცვის სისტემა მუდმივად უნდა იცვლებოდეს“.

აკაკი ზოიძის შეფასებით, იდეალურ ბაზარზე სისტემაში მოხმარება-მიწოდება დაბალანსებულია, რაც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე არ შეიძლება რომ ითქვას. აქ მოხმარება განსაზღვრავს მოთხოვნას და არა - პირიქით. სპეციალისტის შეფასებით მნიშვნელოანია ამ მიმართულებით მუშაობა.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, სახელმწიფოს მიერ სტრატეგიული როლის შემსყიდველის აღებას, ანაზღაურების და დაფინანსების სისტემის შეცვლას, გადასვლას სამართლიან ფასწარმოქმნაზე, ეს რეფორმები აქამდეც უნდა გატარებულიყო. ზოგიერთი მათგანი ხორციელდება, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგალითად, სტრატეგიულ შესყიდვებთან დაკავშირებით.

დღეს თუ სისტემას რამე აკლია, აკლია ის, რომ არ არსებობს სისტემაში მოხმარების მართვა. იდეალურ ბაზარზე მოხმარებას არ სჭირდება არანაირი მართვა, მოთხოვნა-მიწოდება ბალანსდება ინფორმაციის პირობებში. ეს ეკონომიკის ანა-ბანაა, მაგრამ როდესაც ჯანდაცვის სისტემაში მიწოდების ასიმეტრიაა და ხშირ შემთხვევაში ე.წ. მიწოდებით განსაზღვრული მოთხოვნა არის ჯადაცვაში, ვთქვათ, რამდენი საავადმყოფოც აშენდება, იმდენი პაციენტი ჩნდება, რომ მომხმარებელი კი არ განსაზღვრავს რა სჭირდება სამედიცინო მოხმარების კუთხით, არამედ ექიმი განსაზღვრავს, რომელიც ხშირად ერთი მხრივ ჰიპოკრატეს ფიცს დებს და მორალური ვალდებულება აქვს და ცდილობს პაციენტს ხარისხიანას მომსახუროს, მაგრამ მეორე მხრივ, ის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიაწოდოს, იმიტომ რომ ეს მეტ შემოსავალს ნიშნავს ამ ექიმისთვისაც და დაწესებეულებისთვისაც“, - ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი.

აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ამ დილემის გადაწყვეტა დამოუკიდებელი მარეგულირებლის მიერ უნდა მოხდეს.

„დამოუკიდებელმა მხარემ უნდა დაარეგულიროს მოხმარება-მიწოდებას შორის ბალანსი. უმეტეს შემთხვევაში, ეს სახელმწიფო სტრუქტურები არიან, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება აქვთ ანუ სახელმწიფო გადამხდელები, ანუ ერთი გადამხდელის სისტემა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს.

ჯანდაცვაში საკმარისზე მეტი, შეიძლება სულ კერძო სექტორია წარმოდგენილი, ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ იმას თავისი პრობლემები მოაქვს, როდესაც სახელმწიფო არის გადამხდელი და მიმწოდებელი არის კერძო სექტორი. 95% ჩვენთან ჯანდაცვაში არის კერძო მომგებიანი სექტორი, არ არსებობს კომერციული ან საქველმოქმედო ორგანიზაციები. ჩვენთან ისე მოხდა რომ არც შეფასებულა როდესაც სადაზღვევო კომპანიები იყვვნენ ძირითადი შუალედური შემსყიდველები, იქ მაინც სახელმწიფო იხდიდა ფულს და მოხმარების მართვა ხდებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. ვინ უნდა მართოს ეს მოხმარება, ერთიანმა შემსყიდველმა თუ კერძო სადაზღვევო კომპანიებმა - ეს ფუნქცია სისტემაში უნდა გაჩნდეს, ყველა ვარიანტში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია არის ის, რომ სჯობს, ერთიანი შემსყიდველი განვითარდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი სიტუაცია დარჩეს, დღეს არანაირი შემსყიდველი საგენტო არ არის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.