02.დეკემბერი .2019 16:43

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს: ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავ

views 830
უკან

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს და პოლიტიკას ტოვებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვერ შევძელი კოლეგების დარწმუნება, რომ პროპორციულზე გადავსულიყავით, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც შეიძლება ჰქონოდა ამ რეფორმას. მიმაჩნია, რომ ეს იყო თანხმობის და პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის გზა. ვერ შევძელი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა ან რეფერენდუმი, შესაბამისად, ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში უკვე ვეღარ ვხედავ. ნებისმიერ სასიკეთო საქმეში „ქართულ ოცნებას“ გვერდით დავუდგები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა