მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახური: თურქეთიდან შემოსული 23 450 კგ კიბოიანი კარტოფილი უკან გავაბრუნეთ

5fb3913172a7b
თელარა გელანტია
17.11.20 13:00
1827
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან 23 450 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, მაგრამ უკან გაბრუნებას დაექვემდებარა. 

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.