მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ზოიძეს და ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ

5df2380fd4d7a
ინგა მურუსიძე
12.12.19 16:49
1118
აკაკი ზოიძეს და ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ.

დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი დღეს უყარეს.

აკაკი ზოიძისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.