მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ზოიძის შეთავაზება "ოცნებას" - ჩატარდეს რეფერენდუმი ან პლებისციტი

5dd7f7a77ec3b
BM.GE
22.11.19 18:57
1426
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.

ამის შესახებ მან სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გადავწყვიტე უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის და პოლიტსაბჭოსთვის, რათა 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მათ უმოკლეს ვადაში მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე. მე ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციის შემდგომ გაღრმავებას, პრევენციას გაუკეთებს. არ შეძენს ამას შეუქცევად ხასიათს და რეალურად, ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს. მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნების“ იმ წევრებს რომლებმაც გადაწყვიტეს არ დაეჭირათ მხარი პროპორციულ არჩევნების სისტემაზე გადასვლისთვის, რეფერენდუმამდე ან პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ ჩვენთვის და რაც მთავარია, ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. მაგრამ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენთაგანისთვის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის წევრმა პარტიისთვის შეთავაზებული წინადადების არ გაზიარების შემთხვევაში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რაც პოლიტიკიდან წასვლას და პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებას გულისხმობს.

დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დატოვებს.