მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ზოიძის თქმით, ოპონენტები აბრალებენ ივანიშვილს, რომ მთელი საქართველო შეისყიდა

5dc04c8c43b03
BM.GE
04.11.19 20:40
777
"ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ინტერვიუ არის", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის Entrepreneur-თვის მიცემულ ინტერვიუს. მისი თქმით, ოპონენტები აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მთელი საქართველო შეისყიდა და 3 მილიარდი ლარი თითქოს 30 წლის განმავლობაში იმაში დახარჯა, რომ პოლიტიკაში მოსულიყო.

"ასეთ ადამიანებთან საუბარს აზრი არა აქვს. მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილში თუ არსებობდა კითხვები, რა ამოძრავებს ამ ადამიანს, რა არის მისი მოტივაცია, მე მგონი ამას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა - სოციალური მეწარმეობა, სოციალური ბიზნესი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ არა მხოლოდ პირად სარგებელზე და არა უპირველესად პირად სარგებელზე, არამედ პირველ ყოვლისა ქვეყნის სარგებელზე".

აკაკი ზოიძის განცხადებით, ძალიან ცოტაა მსოფლიოში ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც ასეთ დიდ სოციალურ პრობლემებს ეჭიდებიან და უპირველეს ყოვლისა მათთვის მოგება ამ ცხოვრებაში ინტერესის რეალიზებაა: „მათ ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზებად მიაჩნიათ ის, რომ გადაჭრან უდიდესი პრობლემები, იქნება ეს ეკოლოგიური, იქნება ეს სოციალური, იქნება ეს კაცობრიობის განვითარებისთვის მიმართული და ასეთი ტიპის სწორედ მეწარმეობაზე, ბიზნესზე გვაქვს საუბარი ივანიშვილის შემთხვევაში".

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში საუკეთესო მაგალითი არის მის მიერ გაკეთებული საქმე, ვინაიდან რაც გააკეთა საქართველოში, ყველა ის ატარებს სწორედ სოციალური მეწარმეობის მახასიათებლებს - იქნება ეს საბანკო საქმე, თუ სხვა რამ.

"ქართუ ბანკს, მაგალითად, არასდროს პირადი და ინდივიდუალური სესხი არ გაუცია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ საბანკო საქმე გაკეთებულიყო.. ეს ეხება სასტუმრო "პარაგრაფს", რომელშიც 120 მლნ დოლარი არის ჩადებული და 60 მლნ-ს ნებისმიერ ადამიანს დაუთმობს, მნიშვნელოვანია, რომ "პარაგრაფი" ევროპაში საუკეთესო სასტუმროდ გამოცხადდა ცოტა ხნის წინ, ასეთივე იქნება აბასთუმანში, ასეთივე იქნება წყალტუბოში.

ის თავისთავში, თავის კმაყოფილებას და თვითკმაყოფილებას, საკუთარი თავის რეალიზებას პოულობს იმაში, რომ ათასობით ადამიანის პრობლემას წყვეტს და დამერწმუნეთ, ეს ძალიან ბევრი ადამიანისათვის რუსთაველიდან დაწყებული, ევროპის რენესანსის მომტანი ადამიანების სავსებით ღირსეული ცხოვრების აზრია", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

იგი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის საკითხსაც შეეხო და განაცხადა: „არავის უნდა უკვირდეს, რომ როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, მაშინ პოლიტიკაში მოსვლა სწორედაც სიცოცხლის რისკთან იყო დაკავშირებული. მე მგონი 2011-2012 წლები ყველას დაგვავიწყდა და რა რეაქცია ჰქონდა იმ დროინდელ რეჟიმს ივანიშვილის განაცხადთან დაკავშირებით პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, მათ შორის, პირდაპირ ლიკვიდაციაზეც რომ არ იტყოდნენ უარს, ამაზე პატარკაციშვილის მაგალითიც მეტყველებს. ამის გაბაიბურება, დაკნინება არა მგონია ვინმემ შეძლოს, ვისაც კი ოდნავ მეხსიერება აქვს და ახსოვს 2011 ან 2012 წელი. ამ ადამიანს, მართლაც ამხელა ქონების პატრონს, არანაირი ვალდებულება, პირადი ვალდებულების გარდა, არ ჰქონდა, რომ მოსულიყო პოლიტიკაში. შესაბამისად გააკეთა ეს და 2012 წლის 1 ოქტომბერი ძალიან ბევრ მოქალაქეს ახსოვს".