“ჩვენი კონსორციუმის ვალდებულებად ვთვლი, რომ მინიმუმ გვეთქვა საზოგადოებისთვის, რომ ამ პროექტის შემოტრალება არის შესაძლებელი,”- განაცხადა “საქმის კურსთან” საუბარში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” CEO-მ ლევან ახვლედიანმა.
მისი განცხადებით, კორონავირუსის კრიზისიდან გამომდინარე საერთაშორისო თვალსაზრისით მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რის გამოც მთავრობის მცდელობა გამოაცხადოს ახალი ტენდერი პორტის მშენებლობისთვის “ბევრ თვესა და წელზე” იქნება გაწელილი. ახვლედიანის თქმით, რეალურად პროექტის შემობრუნება არის შესაძლებელი თუ მთავრობა ამის ნებას გამოთქვამს, რადგან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ანაკლიის მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესება არსებობს. ასევე დაინტერესება არსებობს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მიმართულებითაც, რომლის გენერალური გეგმაც იაპონურმა კომპანიამ მოამზადა.
“ყველაზე მოკლე გზა ამ პროექტის განსაახლებლად, გადის კონსორციუმზე. ჩვენ მზად ვართ, რესურსი, რომელიც ჩვენ მიერ იყო ამ პროექტში ინვესტირებული, ის არსად არ წასულა, $75 მილიონი უკვე ინვესტირებული არის, ბანკების წერილები $400 მილიონზე არის ძალაში, გენერალური კონტრაქტორის შეთანხმება სექტემბრამდე ძალაშია, ამწეებისა და სხვა მნიშვნელოვანი დანადგარების მომწოდებლების წინადადებებიც არის ძალაში. ამიტომ, ყველაზე იოლად ამ პროექტის განახლება და ამ შანსის გამოყენება შეიძლება ძალიან მარტივად, პოლიტიკური ნება თუ იქნება.
პორტი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, შესთავაზოს საერთაშორისო კომპანიებს საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების ევროპის ბაზართან სიახლოვეში გადმოტანა.
მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე სხვა გარემოებაა ტენდერის ჩატარებისთვის. ბევრი რამ შეიცვალა. ამას თვეები და წლები დასჭირდება, სანამ ამას განაახლებს, ჩვენ კი ამ პროცესების გაგრძელება ძალიან მარტივად შეგვიძლია.
მე არ ვიძახი, რომ ეს მხოლოდ ჩვენ შორის უნდა მოხდეს, ამ პროექტში საკმაოდ დიდი ინტერესით ჩართულ საინვესტიციო ბანკებთან ერთად.
იაპონურმა კომპანიამ დაასრულა თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტზე მუშაობა და ეს პროექტი დაფინანსებული იყო იაპონიის მთავრობის მიერ. შესაბამისად, მათ აქვთ საკმაოდ დიდი ინტერესი და გამოცდილება მსგავსი ზონების შექმნისა. ტაილანდში, კამბოჯაში, სამხრეთ აფრიკაში უკვე არსებობს მათი ოპერირების ქვეშ თავისუფალი ეკონომიკური ზონები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კატალიზატორი იქნება იმ საწარმოების შემოყვანისთვის, რომლებიც ამჟამად დაინტერესებული არიან ახალი გადანაწილებით.
გვინდა ალალად ვთქვათ, რომ ამ პროექტის შემოტრიალება მართლაც ძალიან მალე შეიძლება. ბევრმა ისიც თქვა, რომ მთავრობა არ გააკეთებს, რადგან მას არ აქვს გეოპოლიტიკური ინტერესი ამისა. მაგრამ დღეს რეალურად სხვა გარემოებების წინაშე დგას ქვეყანა.
ჩვენი კონსორციუმის ვალდებულებად ვთვლი, რომ მინიმუმ გვეთქვა საზოგადოებისთვის, რომ ამ პროექტის შემოტრალება არის შესაძლებელი,”- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარების გამო, საარბიტრაჟო დავის წარმოების დაწყება გადადო.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებით ტენდერის მომზადებაზე მუშაობა შეჩერებულია და ის განახლდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა აღდგება.
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” (ADC) დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად, 2020 წლის იანვარში მოშალა. კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებს და სახელმწიფოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი