მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალბათ მალე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაციონარში მყოფ პაციენტებს გაუთანაბრდება"

5eb3ad9a023bd
ინგა მურუსიძე
07.05.20 10:39
996

ალბათ მალე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაუთანაბრდება სტაციონარში მყოფ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„5 ახალი დაინფიცირებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. 3 არის საკარანტინო სივრციდან. ამ ეტაპზე კოვიდის ცენტრებში 331 პაციენტი მკურნალობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უთანაბრდება სტაციონარში მყოფ პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ. თუ ასე გაგრძელდა სერიოზული, კარგი განსხვავება იქნება.

დღესდღეობით ჩვენს ცენტრში ვმკურნალობთ 47 პაციენტს, გუშინ 4-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა 6-ით გაიზარდა.