მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალბიუსი“ პაციენტის კომფორტზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვით აგრძელებს მუშაობას

5f0318ed2c3cc
BM.GE
06.07.20 17:14
2305
სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“ კვლავ ნოვაციების ავანგარდშია. პოსტპანდემიურ პერიოდში კლინიკა განახლებული სერვისებით, პაციენტის კომფორტზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვით აგრძელებს მუშაობას.

კლინიკის მარკეტინგის ჯგუფმა გასულ წელს პაციენტთა კმაყოფილების კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით კი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წამოიწყო..

„2020 წლიდან დავიწყეთ ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვა, რაც საშუალებას მოგვცემს, გარდა შიდა მენეჯმენტის გაიოლებისა, პაციენტებისთვის შევამციროთ ადმინისტრაციული მომსახურების დრო, გავაიოლოთ რეპორტინგის სისტემა, დავზოგოთ ადამიანური და ფინანსური რესურსი, თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი გავხადოთ პარტნიორ ორგანიზაციებთან და ა.შ. გარდა ამისა, დოკუმენტაცია სრულად გაციფრულდა (გარდა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო შემთხვევებისა). პროექტი, თავისი სასურველი შედეგებით, წლის ბოლომდე სრულად დასრულდება“ - აცხადებს მარკეტინგის მენეჯერი სოფიო კიღურაძე.

ცენტრმა პანდემიის პერიოდი აქტიურად გამოიყენა ზოგადი მენეჯმენტის საკითხების სრულყოფისთვისაც და საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად უკვე დაასრულა ISO 9001:2015 მოთხოვნების იმპლემენტაციის პროცესი. ახლა კი საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად გადის პროცედურებს.

„ჩვენთვის უაღრესად საინტერესო იყო ალბიუსის გუნდთან მუშაობა. ეს იყო სწავლისა და სწავლების ორმხრივი პროცესი. გუნდი, რომელიც ღიაა ნოვაციებისთვის. შესაბამისად, დანერგვის პროცესიც სწრაფად და კომფორტულად მიმდინარეობდა“ - აღნიშნა ჯანდაცვის ჰაბის წარმომადგენელმა ანა ჟულინამ.

მიმდინარე წლის შემოდგომიდან ალბიუსის მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ცვლილებები და კომფორტი საგძნობი და ხელშესახები იქნება. სერვისები, რომლებიც სტომატოლოგიური მომსახურების სფეროსთვის, რიგ შემთხვევაში, უცხოა, პირველად სწორედ ალბიუსში დაინერგება, შემდეგ კი ყველა სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
NS