მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერით, Wine Expo 2023 გაიმართა

647db93ee7530
BM.GE
05.06.23 14:29
397
ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WINEXPO 2023 გაიმართა, რომელიც კავკასიის რეგიონში, მეღვინეობის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს.

გამოფენაზე, „WINEXPO 2023“, შვიდი ქვეყნის (იტალია, გერმანია, უნგრეთი, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო) 200-მდე კომპანიამ, საკუთარი პროდუქცია და სერვისი შესთავაზა დამთვალიერებელს.

ალდაგი ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და ფერმერების ერთგული მხარდამჭერია და ყოველწლიურად აქტიურად ერთვება სხვადასხვა ღონისძიებაში წარმოების წახალისების და ფერმერების გაძლიერების მიზნით. წელს, გამოფენის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულებს, სპეციალურად ალდაგისგან დაწესებული პრიზი გადაეცათ.

„მოხარული ვართ, რომ თბილისი მასშტაბური ღვინის ექსპოს მასპინძელია და გვაქვს საშუალება, როგორც ამ ინდუსტრიის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ექპოზე წარმოვადგინოთ ჩვენი კომპანია, ალდაგი. ალდაგი წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან, ფერმერებთან და მათ ვთავაზობთ საუკეთესო სადაზღვევო გადაწყვეტებს, ბიზნესის ყველა რისკის დასაზღვევად. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ვართ ალდაგი ბიზნესის სახელით და აღნიშნულის ფარგლებში გამართულ კონკურსში, ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები დავასაჩუქრეთ. ამით, გვინდა, ხელი შევუწყოთ ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას, წარმოების და მოხმარების გაზრდას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“ - თათა ძნელაძე, ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის ბიზნესში, ალდაგი, საქართველოში წლებია ლიდერობს და სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ მსხვილ, მიკრო და საშუალო ბიზნეს კომპანიებს მათზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს.

(რ)