მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგი" დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

5e6f44e3b4deb
BM.GE
16.03.20 13:18
683
სადაზღვევო კომპანია ალდაგი დისტანციურ მომსახურებაზე გადადის.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას მომხმარებელს აღარ მოუწევს "ალდაგის" ოფისში მისვლა, რა თანხასაც არ უნდა ეხებოდეს მიყენებული ზარალი.

"ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას ალდაგის მენეჯერი მომხმარებელთან ადგილზე მივა და იქვე მოემსახურება. თუ ავტომობილს მცირე ზიანი მიადგება, ადგილზევე მოხდება თანხის დადგენა და ანაზღაურება გაიცემა უახლოეს რამდენიმე დღეში, ისე, რომ მომხმარებელს არ მოუწევს ავტომობილის შესაფასებლად ავტოსერვისში მისვლა.

ხოლო დიდი ზარალის შემთხვევაში,  ჩვენი მენეჯერი ავტომობილის მფლობელს პირდაპირ გადაამისამართებს ავტოსერვისში, სადაც მოხდება ზარალის შეფასება. ალდაგის ოფისთან მომხმარებლის კონტაქტი მომსახურების ციკლიდან სრულიად ამოვარდა, რაც მომხმარებელს ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის და ანაზღაურების პროცესს გაამარტივებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.