17.ოქტომბერი .2022 16:31

ალდაგი ჯაზისა და ღვინის ფესტივალის მხარდამჭერი იყო

ალდაგი ჯაზისა და ღვინის ფესტივალის მხარდამჭერი იყო
views 330
უკან

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდი პრიმო ჯაზისა და ღვინის ფესტივალის მხარდამჭერი იყო, რომელიც წინანდლის მამულში გაიმართა.

ჯაზისა და ღვინის ფესტივალი, ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა, რომელსაც კახეთმა მეექვსედ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი იყო კახეთის, როგორც ტურისტული ზონის განვითარებისთვის, ასევე, საქართველოში წარმოებული, პატარა, მეღვინეობების მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ ფესტივალს წელს პირველად ჰყავდა სტუმარი ქვეყანა აშშ-ს სახით.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ალდაგისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამჯერად, წარმოდგენილი ვართ ალდაგის პრემიუმ ბრენდით. ეს არის პრიმო - ალდაგის პერსონალური სადაზღვევო მომსახურება, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სიახლეა. პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი და სიმარტივეა. პრიმოს ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებები, კი, სრულადაა მორგებული მომხმარებლების საჭიროებებზე.“-აცხადებენ ალდაგში.

პრიმო საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე. მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში, მანქანის ჩანაცვლების სერვისი, კონსიერჟის მომსახურება და ა.შ.

R

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა