მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგი" მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერას აგრძელებს

5dad9b9bdbcea
BM.GE
21.10.19 15:49
994
ხვალ, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში", სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აუდიტორულ და საკონსულტაცია კომპანია "ლოიალტესთან" თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.

შეთანხმება "ალდაგის" კლიენტი კომპანიებისთვის "ლოიალტეს' მომსახურების განსაკუთრებული პირობებით მიღებას გულისხმობს.

"ამ ნაბიჯით ალდაგი აგრძელებს კლიენტი მცირე და საშუალო კომპანიების (SME) მხარდაჭერას და მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორების მოძიებას, რათა კომპანიებმა შეძლონ მათთვის საჭირო მომსახურების შეღავათიან ფასად მიღება.

"ლოიალტე" "ალდაგის" კლიენტ კომპანიებს შესთავაზებს აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას ბუღალტრულ, საგადასახადო, იურიდიულ და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში", - აცხადებენ "ალდაგში".

მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, "ჰილტონ ბათუმში", მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა შედგება, სადაც საუბარი იქნება მიმდინარე ცვლილებებზე, კერძოდ, დღგ-ს შესახებ კანონში ცვლილებასა და შრომის უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებზე.

(NS)