მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგი: „მინიმალური კაპიტალის ზღვარის წელს გაზრდა პირიქით, შეასუსტებს ინდუსტრიას“

5f61c9ab86beb
ელენე გოგბერაშვილი
19.09.20 15:49
1256
სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის სახელზე გაგზავნილი ოფიციალური მიმართვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. 15-მდე კომპანია ზედამხედველისგან მინიმალური კაპიტალის ზღვარის გაზრდის გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებას ითხოვს. ცვლილებები, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ბოლოდან შედის, კომპანიებს ავალდებულებს კაპიტალი 3 მილიონი ლარით, 4,2 მილიონი ლარიდან 7,2 მილიონ ლარამდე გაზარდონ.

სადაზღვევო კომპანიების უმეტესობას ერთი მთავარი არგუმენტი აქვს, რის გამოც რეგულაციების მიმავალ წლამდე გადავადებას ითხოვენ.

„ეს იყო მიბმული დაზღვევის სავალდებულო სახეობაზე, როცა სავალდებულო მესამე პირთა პასუხისმგებლობის დაზღვევა უნდა მიეღო ინდუსტრიას და ბაზარს, რაც სამწუხაროდ, შეფერხდა. ვინაიდან ეს არ იქნა მიღებული და სავარაუდოდ, მომავალ წელს დაუბრუნდება პარლამენტი, წელს ამის ზრდა აზრს კარგავს.

ჩვენ შეგვიძლია მომავალ წელს მივუბრინდეთ ამის ზრდას, როცა მოხდება მიღებული დაზღვევის ეს სახეობა. ჩემი აზრით, წელს რეალურად ინდუსტრიას პირიქით შევასუსტებთ და უმჯობესია ამ 3 მილიონის რეინვესტიცრება მოხდეს იდუსტრიაში და ინდუსტრიამ შეძლოს კოვიდთან ბრძოლაში ამის გამოყენება და არა ამ თანხის გაყინვა დეპოზიტზე“-აცხადებს „ალდაგის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი.

კომპანიების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ ზედამხედველი სადაზღვევო ბაზრის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორის შეფასებით, კომპანიების ნაწილი ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს.

„ეს რეგულაცია ძალაში შედის წლის ბოლოს. ყველა კომპანიის ვალდებულებაა, რომ 7,2 მილიონამდე გაზარდოს კაპიტალი და ეს კეთდება იმისთვის, რომ გაიზარდოს სადაზღვევოების ფინანსური სტაბილურიბა და მათი ანგარიშვალდებულება დაზღვეულების წინაშე, რომ ბაზარი გახდეს მყარი და საიმედო.

შარშან ჩვენ ორჯერ გავზარდეთ კაპიტალი და ახლა სრულად ვაკმაყოფილებთ გაზრდილ მოთხოვნასაც, რაც წლის ბოლოს შევა ძალაში.
როგორც მონაცემები გვაჩვენებს, კომპანიების უმეტესობა დღეს ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და წლის ბოლოს იქნება პრობლემები ამ მიმართულებით და გადაწყვეტილება როგორი იქნება სათუა ამაზე საუბარი, თუმცა მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბაზრის სტაბილურობისთვის“-აცხადებს სტამბოლიშვილი.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგორც დავით ონოფრიშვილმა გვითხრა, ინდუსტრიის მიმართვის საფუძველზე გადავადდება თუ არა მინიმალური კაპიტალის ზღვარის გაზრდის გადაწყვეტილება, ამის შესახებ ზედამხედველი თვის ბოლომდე განაცხადებს.