12.სექტემბერი .2019 09:45

„ალდაგი“ ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვაში დაეხმარება

views 222
უკან

დღეს, 12 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და შრომის უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევს.

შრომის უსაფრთხოების ახალი კანონი ძალაში 1 სექტემბრიდან შევიდა. ცვლილება ეხება ყველა სახის ორგანიზაციას, რა სახის ეკონომიკურ საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს ის.
„ალდაგის მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციებს, შესაბამისობაში მოვიდნენ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ახალ კანონმდებლობასთან.

შეხვედრაზე დასასწრებად ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა