„ალდაგი“, როგორც გადამზღვეველი კომპანია, სომხეთსა და აზერბაიჯანში შევიდა, - ამის შესახებ „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მაგალითად სომხეთში რუსული გადამზღვეველი კომპანიები სწორედ „ალდაგს“ ჩაენაცვლებინა.
„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მიმდინარე მოვლენები არის კარგი შესაძლებლობა, რომ „ალდაგი“ დაპოზიციონირდეს როგორც გადამზღვეველი კომპანია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ლოკალურად, რეგიონში სხვა მზღვეველებისგან ავიღოთ რისკი ადგილობრივად, ანუ რეალურად, დაპოზიციონირდეს როგორც „ალდაგი რე ინშურერი". განსაკუთრებით საინტერესოა სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრები. სომხეთი დამოკიდებული იყო რუსულ მსხვილ გადამზღვეველ კომპანიებზე.
ახლა ვიცით, რომ რუსული გადამზღვეველი დიდი კომპანიები სანქცირებული არიან, აქედან გამომდინარე, გამოთავისუფლდა ბიზნესის ადგილი. ჩვენ ეს საშუალება არ გავუშვით და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად დავაპოზიციონირეთ და ვთქვით, რომ აქეთ გადმოვიზღვევთ რისკს. ეს ნიშნავს, რომ სომხეთში ადგილობრივი კომპანია დააზღვევს იქაურ ქონებას, ან იურიდიულ პირს, შემდეგ ჩვენთან გადმოაზღვევს რისკს. ეს არის ნდობის მაღალი მაჩვენებელი. სომხეთში უკვე გავეცით რამდენიმე რისკი", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, დეკემბრის დასაწყისში "ალდაგი" აზერბაიჯანის ეროვნულმა ბანკმაც დაარეგისტრირა გადამზღვეველ კომპანიად. "აზერბაიჯანში უკვე გავიარეთ შემოწმება, ვმუშაობდით, რომ აზერბაიჯანის ეროვნულ ბანკს ეღიარებინა "ალდაგი". უკვე 1-ელ დეკემბერს გავხდით კომპანია, რომელსაც შეუძლია აზერბაიჯანში დაზღვეული კომპანიების გადაზღვევა“, - დასძინა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი