Sport Fest თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი-გამოფენაა, რომელიც დედა ენის ბაღში 15-16 ოქტომბერს სპორტით დაინტერესებული ადამიანებისთვის გაიმართება.
სპორტფესტზე სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა სპორტული სახეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, სადაც შეეძლებათ დაესწრონ სპორტულ შოუებს, გაერკვნენ მათთვის საინტერესო სპორტის სახეობაში, მიიღონ ინფორმაცია ამა თუ იმ სპორტული შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ქალაქში არსებობს და მოიგონ სხვადასხვა საჩუქრები ფესტივალის მხარდამჭერებისგან. ალდაგი სტუმრებისთვის სპორტულ ინვენტარს გაათამაშებს. მთლიანი ტერიტორია დაყოფილი იქნება სპორტულ, გასართობ და დასასვენებელ ზონებად. ფესტივალზე დასწრება ყველას შეუძლია.
„სპორტფესტი სპორტის სხვადასხვა სახეობის ცოცხალი, ინტერაქციული გამოფენაა. ფესტივალს ორი მიმართულება აქვს: ერთია კლასიკური სპორტი, რომელშიც მონაწილეობენ გუნდები, კლუბები, ფედერაციები და ა.შ. მეორე მიმართულებაა სპორტი, როგორც დასვენების, გართობის საშუალება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სპორტის როგორც კლასიკური, ისე არასტანდარტული სახეობები. შესაბამისად, ღონისძიება საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარულებისთვის,”- რეზი პეტრიაშვილი, სპორტფესტის ორგანიზატორი.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და ვცდილობთ, ჩვენი მხრივ ჩავერთოთ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. გვიხარია, რომ მხარს ვუჭერთ ახალ წამოწყებას, რომელიც გვჯერა, ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის დაინტერესებას სპორტით,“- ქეთი მაღალაშვილი "ალდაგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
R
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი