12.თებერვალი .2020 17:01

„ალდაგის“ მხარდაჭერით დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის ფორუმი გაიმართა

views 196
უკან

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მხარდაჭერით და ,,ბენე ექსკლუზივის“ ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ყოველწლიური მასშტაბურ ღონისძიება „დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის ფორუმი“, რომელიც  "ბიოლ ველნესში" გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასა და „ბენე ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრის მიზანი არაფორმალურ გარემოში დარგის წევრების შეკრება, ინფორმაციის გაზიარება და სიახლეების გაცნობა იყო. შეხვედრაზე გამომსვლელებმა საქართველოს ლოჯისტიკის ჰაბად ჩმოყალიბების პოტენციალზე და ამ პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ლოჯისტიკური ცენტრის შექმნის ინიცირება და გაერთიანებული ძალებით დარგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა.

ფორუმი ეხებოდა დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციებს, სიახლეების გაცნობასა და დარგში არსებულ გამოწვევებს. ღონისძიება პანელური დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობდა. აღნიშნულ დისკუსიებში მონაწილეობას იღებდა სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელიც, რომელმაც წარადგინა კორპორატიული სექტორი და ისაუბრა ბაზარზე არსებულ ახალ პროდუქტზე - „სავაჭრო კრედიტების დაზღვევა’’.
ღონისძიებას როგორც - სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა