10.თებერვალი .2020 15:47

„ალდაგის მხარდაჭერით“ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მეოთხე კონფერენცია გაიმართა

views 259
უკან

სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხარდაჭერით, ზუგდიდში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, მიეღო უახლესი ინფორმაცია თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, მოსავლის დაზღვევა, შეღავათიანი პროდუქტები და სხვა.

კონფერენციის ძირითადი მიზანია, საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. ასოციაცია წლების განმავლობაში მუშაობს ფერმერებთან ჯგუფურად, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება და ერთად მონახონ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზები.

კონფერენციას დაესწრო 1400-მდე ლიდერი ფერმერი, რომლებთანაც ასოციაცია მუშაობს და რომლებმაც 15000-მდე მეთხილე ფერმერი წარმოადგინეს სხვადასხვა რეგიონიდან. სტუმრებს შორის იყვნენ სამთავრობო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ფინანსური ინსტიტუტები და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები.

"სადაზღვევო კომპანია ალდაგი აგროსექტორს დაზღვევის არაერთ პროდუქტს სთავაზობს. წლების განმავლობაში მხლოდ აგროგდაზღვევის მიმართუმებით ჩვენ მიერ ანაზღაურებული ზარალების ოდენობა 15 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ჩვენი ამოცანა ფერმერთათვის მათზე მორგებული სადაზღვევო გადაწყვეტილებების შეთავაზებაა და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ", - ამბობს "ალდაგის" აგროდაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელი ივანე ბუჯიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა