08.სექტემბერი .2020 13:16

ალდაგის "ავტო ოპტიმუმს" მანქანის მთელწლიანი უფასო რეცხვა მოყვება

views 218
უკან

ალდაგში ავტო ოპტიმუმით დაზღვეულებს უფასო რეცხვის 25-მდე ვაუჩერი და მანქანისთვის საჭირო სხვა საჩუქრები გადაეცემათ.

როგორც სადაზღვევო კომპანიაში განმარტავენ, ვაუჩერების საშუალებით, ალდაგში დაზღვეულები შეძლებენ, საკუთარი მანქანა გრინვოშის ქსელის ნებისმიერ სამრეცხაოში, მომსახურე პერსონალთან კონტაქტის გარეშე გარეცხონ.

ავტო ოპტიმუმი ალდაგის ახალი პროდუქტია, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა და იდეალურია მაღალბიუჯეტიანი ზარალის თავიდან ასაცილებლად.

ოპტიმუმი მცირე ფრანშიზის (თანამონაწილეობის) გათვალისწინებით, სტანდარტულ ფასზე ორჯერ ნაკლები ღირს. ზარალის დადგომისას, დაზღვეული მხოლოდ ფიქსირებულ ფრანშიზას - 500 ლარს იხდის, ხოლო დარჩენილ ფინანსურ ხარჯს მთლიანად სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს. ოპტიმუმი ყველა არსებულ რისკს ფარავს - იქნება ეს ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, გარეგანი დაზიანება, ქურდობა თუ სტიქიური უბედურებები.

გარდა ამისა, ავტო ოპტიმუმს სხვა სასარგებლო საჩუქრებიც მოყვება, მათ შორის ფასდაკლებები საწვავზე, ავტოდახმარება გზებზე და ფასდაკლებები ავტომობილის ნაწილებზე.

ავტო ოპტიმუმი - ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მანქანის დასაზღვევად. გაიგეთ დეტალური ინფორმაცია - ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა