მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალდაგმა“ კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალზე მუშაობა დაიწყო

6128f8a4ef158
თელარა გელანტია
27.08.21 18:35
797
გუშინ ძლიერი სეტყვის შედეგად კახეთში მოსავლის დიდი ნაწილი დაზიანდა ან სრულად განადგურდა. სეტყვამ ახმეტის, გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზიანა.

როგორც bm.ge-ის სადაზღვევო კომპანიიდან აცნობეს, „ალდაგში“ შემოსულია 850-მდე შეტყობინება ზარალის თაობაზე.

განსაკუთრებით დაზიანდა ყვარლის რაიონი, საიდანაც მხოლოდ ალდაგის მომხმარებლებს შორის 430 ფერმერი დაზარალდა. „ალდაგის“ გუნდი უკვე მუშაობს ზიანის აღწერაზე.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ერთ-ერთი ლიდერია აგროდაზღვევის სფეროში. ის 2014 წლიდანვე ჩართულია სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში და დღემდე ფერმერებისთვის 20 მილიონ ლარამდე თანხა აქვს ანაზღაურებული.

„გუშინ მომხდარი სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. ძირითადად, ვაზი და ერთწლოვანი კულტურები დაზიანდა. ჩვენი ადგილობრივი და ცენტრალური ოფისები აქტიურად მუშაობენ, რომ დროულად შევძლოთ რეგიონის დახმარება,“ - განაცხადა „ალდაგის“ აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორმა ივანე ბუჯიაშვილმა.

სეტყვა სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკია. გლეხებს მოსავლის დაზღვევა ალდაგში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, გლეხებს დაზღვევის რეალური ღირებულების ნახევრის ან 30%-ის გადახდა უწევთ.
(NS)