მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგმა" კორპორატიული დაზღვევის კონფერენციას უმასპინძლა

5e4a524d0554e
BM.GE
17.02.20 12:42
752
სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ორგანიზებით, ექსპოჯორჯიაში კორპორატიული დაზღვევის კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო კორპორატიული დაზღვევის სფეროში დღეს არსებული გამოწვევებისა და ტენდენციების განხილვა და ალდაგის კორპორატიულ დაზღვევაში არსებული ახალი მიდგომების შესახებ საუბარი.

კონფერენციაზე შედგა ალდაგის რამდენიმე ექსკლუზიური და ინოვაციური პროდუქტის პრეზენტაცია. განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: განვითარებადი და განვითარებული სადაზღვევო ბაზრების შედარება, პასუხისმგებლობის დაზღვევის განვითარება საქართველოში, LLOYD’s -ის წარმატების ქეისი, სახელმწიფო სტრუქტურების მეწარმეებთან ურთირერთობისას წარმოქმნილი ფინანსური რისკები და მათი შემცირების ინსტრუმენტები, ღონისძიებების (events) დაზღვევა, Defence Base Act (DBA) და სხვა.

ალდაგის კორპორატიული დაზღვევის კონფერენცია ალდაგის პროფესიონალური განვითარების პროგრამის (PSDP) ფარგლებში ჩატარდა. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ალდაგში და მისი მიზანი იყო კორპორატიული დაზღვევის მენეჯერების კომპეტენციის ამაღლება და დაზღვევის ექსპერტული ცოდნის საფუძველზე რისკმენეჯმენტის უნარ-ჩვევების ამაღლება.

პროფესიონალური განვითარების პროგრამა (Professional Sales Development Program PSDP) არის თამარ ტურაშვილის (ფსიქოლოგიის დოქტორი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პოზიტიური ფსიქოლოგი) საავტორო პროგრამა და ეფუძნება პოზიტიური ფსიქოლოგიის კონცეფციას, რომლის მიზანია გაყიდვების პროფესიონალის უნარ-ჩვევების გაძლიერება პროფესიულ სფეროში.

“სადაზღვევო კომპანია ალდაგი წლების განმავლობაში ლიდერია კორპორატიული დაზღვევის ბაზარზე (31% ბაზრის წილით). ჩვენი 30 წლიანი გამოცდილების მანძილზე, არათუ ვპასუბობდით ბიზნესის საჭიროებებს, არამედ ვიყავით სანდო და დასაყრდენი პარტნიორი ჩვენი კორპორატიული კლიენტებისთვის, რათა ხელი შეგვეწყო მათი უწყვეტი ზრდისა და განვითარებისთვის. დღეს უკვე სრული თავდაჯერებულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარს ვთავაზობთ არა მხოლოდ კორპორატიულ პროდუქტებს, არამედ პროფესიონალურ რჩევას, კონსულტაციას და სერიოზულ დასაყრდენს სადაზღვევო კომპანია ალდაგში",  განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.
NS