მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგში დაზღვეულებისთვის საჩუქრად - ავტომობილის რეცხვა მთელი წელი

5ea941543da0b
BM.GE
29.04.20 12:56
733
ალდაგის ავტოდაზღევას ავტომობილის მთელწლიანი უფასო რეცხვა მოყვება.

მომხმარებლებს, რომლებიც საკუთარ ავტომობილს ალდაგში დააზღვევენ, საჩუქრად გადაეცემათ რეცხვის ვაუჩერები, რომელთა გამოყენება მთელი წელი შეეძლებათ. ალდაგში დაზღვეული ავტომობილებისთვის რეცხვის სერვისი ხელმისაწვდომია GREENWASH-ში, რომელიც ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოებს აერთიანებს.

GREENWASH-ის თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოებში დაცულია უსაფრთხოების ყველა წესი. ასევე:
- სერვისით სარგებლობისას, მომხმარებელს არ უწევს მომსახურე პერსონალთან კონტაქტი
- შესაძლებელია ავტომობილის გარეცხვა სასურველი რეჟიმით. რეცხვის ინსტრუქცია ხელმისაწვდომია აქ

მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოებს დილის 09:00-19:00 საათამდე ნებისმიერ დროს, ქალაქის 5 უბანში.

დააზღვიეთ ავტომობილი და მიიღეთ 24-მდე რეცხვის ვაუჩერი ალდაგისგან.