მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგში" მეზობლობის დაზღვევა თვეში 5 ლარი ღირს

5ec9038e3c02a
ნინი ლონგურაშვილი
23.05.20 16:30
2934
მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა "ალდაგში" თვეში 5 ლარადაა შესაძლებელი. ამის საშუალებას "ალდაგის" ახალი პროდუქტი "მეზობლობის დაზღვევა" იძლევა.

როგორც "საქმიანი დილის" ეთერში "ალდაგის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, "მეზობლობის დაზღვევას" 0%-იანი ფრანშიზა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს არანაირი ხარჯი არ ექნება.

"ჩვენ შევქმენით "მეზობლობის დაზღვევა". ხშირად გვსმენია მეზობლისგან წყლის ჩამოსვლის შესახებ, მილი გასკდა და ა.შ. ეს განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვინც კორპუსის ბინაში ცხოვრობს. აქ შევქმენით ჩვენ პასუხიმსგებლობის დაზღვევა. ეს არის ძალიან ხელმისაწვდომი პროდუქტი, თვეში ღირს 5 ლარი, რაც წლიური 60 ლარია და ჩათვალეთ, რომ თუ მეზობელმა წყალი ჩამოუშვა, თქვენ შეგიძლიათ იყოთ წყნარად, რადგან დაზღვევა ამას სრულად ფარავს", - აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა.