თიბისის მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ბლუაშვილმა “საქმიან დილაში” ლარის კურსის ბოლოდროინდელი რყევების შესახებ ისაუბრა.
“ტენდენციებს ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ სექტემბრის დასაწყისიდან და მანამდეც რამდენიმე თვის განმავლობაშიც რეგიონის ვალუტებში გაუფასურების დინამიკა იყო, ძირითადად, ეს რუბლს და ლირას ეხება; ასევე, ბოლო კვირაში ამას დოლართან მიმართებაში ევროს გაუფასურებაც დაერთო, რაც, ევროკავშირის ძირითად ეკონომიკებში პანდემიის გავრცელების ზრდით და გარკვეული შეზღუდვების შემოღებით არის განპირობებული. თუ ბოლო კვირას შევხედავთ, დაახლოებით, 2%-ით არის დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში გამყარებული, თუმცა ლარმა ამ მაჩვენებლებს გადააჭარბა და სექტემბრის დასაწყისიდან, დაახლოებით, 7-8%-ით არის გაუფასურებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ლარის შეწონილი კურსი სავაჭრო პარტნიორებთან სექტემბერში, დაახლოებით, 5%-ით გაუფასურდა. ის დინამიკა, რაც დღეს ეფექტურ კურსთან მიმართებაში გვაქვს, თუ გარკვეული პერიოდი შენარჩუნდა, ინფლაციაზე ზეგავლენას მოახდენს და ბოლო თვეების შემცირებული ინფლაცია, შესაძლოა, გაჩერდეს ან ნაკლები ტემპით შემცირდეს, რაც პირველ რიგში, ეროვნული ბანკისთვის საყურადღებო სიგნალია. იმ დაშვებით, რომ სავაჭრო ქვეყნების ვალუტები 3.15-ის ნიშნულის ფარგლებში დარჩებიან, ეს, სავარაუდოდ, არის ის მაჩვენებელი, რომელიც ინფლაციის 3%-ზე დაბრუნებას უზრუნველყოფს", - აღნიშნა თიბისის მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა.
ბლუაშვილმა სებ-ის ინტერვენციებზე, ასევე, მშპ-ის დინამიკასა და პროგნოზებზეც ისაუბრა.
"აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მოცულობითი ინტერვენციებისა, წმინდა საერთაშორისო რეზერვების ზრდა მაინც სახეზეა, რასაც მთავრობის მიერ მოზიდული სახსრები ეხმარება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სებ-მა საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინტერვენციები განახორციელოს. ვფიქრობთ, რომ 2020 წელს მესამე კვარტალში ეკონომიკის ვარდნა 5-დან 5.5%-ის ფარგლებში გვექნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ პანდემიის გავრცელებას ლარის კურსის მერყეობაც დაერთო, რაც ბუნებრივია, ამ დინამიკის მეოთხე კვარტალში შენარჩუნებას გაართულებს", - განმარტა ბლუაშივლმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის