მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ბლუაშვილი: მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის დაახლოებით 5.4%-იანი ვარდნა გვექნება

5fc104cf7e1a9
ლიკა გურაბანიძე
27.11.20 20:40
654

თიბისის მაკრო ფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ბლუაშვილმა, საქართველოს მთავრობის მიერ ეპიდსიტუაციის სამართავად ახალი შეზღუდვების დაწესებაზე “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების გარეშე 2020 წელს თუ ეკონომიკის 5%-იანი ვარდნა იყო მოსალოდნელი, შეზღუდვებით დაახლოებით 5.4%-ი ვარდნა გვექნება, რადგან შეზღუდვების შედეგად ეს ვარდნა დეკემბერ-იანვარსაც შეეხება.

"ჩვენი შეფასებით, 2020 წელს ეკონომიკაში დანაკარგი 0.4%-ია, ხოლო ეს მაჩვენებელი 2021 წელს 0.2-0.3%-ის ფარგლებში იქნება. დეკემბერში მშპ-ის დაახლოებით 4%-ით უფრო ნაკლებ ზრდას ველოდებით, ვიდრე ეს შეზღუდვების გარეშე იქნებოდა.

ვაქცინაზე საკმაოდ კარგი სიახლეები გვაქვს და ჩვენი სცენარი გულისხმობს იმას, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი 2021 წლის მეორე ნახევრიდან გახდება. ამის გათვალისწინებით ველით, რომ აღნიშნულ შეზღუდვებს 2021 წლისთვისაც ნეგატიური გავლენა ექნება. თუმცა, ეკონომიკისთვის პერმანენტული დანაკარგი ნაკლები იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში მიღებული დანაკარგის აღდგენა შესაძლებელი მეტწილად შემდეგ პერიოდებში იქნება. მათ შორის 2022 წელში, როდესაც ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკის აღდგენის ტემპები და კრიზისიდან გამოსვლის წელი იქნება", - განაცადა ბლუაშვილმა.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მასზე არსებულ გავლენას, ბლუაშვილი აღნიშნავს:

“ბოლო პერიოდში ვაქცინაზე კარგ სიახლეებთან ერთად რეგიონის ძირითად ვალუტებში დოლართან მიმართებით გამყარება შეინიშნებოდა, თუმცა ეს ლარზე პირდაპირ ჯერ არ ასახულა. ლარის ეფექტური კურსი საკმაოდ გაუფასურებული რჩება და საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 12%-ის ფარგლებში ჩამორჩება. რაც ერთი მხრივ იმას ნიშნავს, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებული რჩება. რაც შეეხება შეზღუდვების ეფექტს გაცვლით კურსზე აქ შესაძლოა ვთქვათ, რომ შეზღუდვების მოლოდინი საზოგადოებაში არსებობდა, რაც დიდწილად კურსზე ასახული უნდა იყოს”, - განმარტა ალექსანდრე ბლუაშვილმა.