ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს.
როგორც მან 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდის შეფასებისას BM.GE-ს განუცხადა, ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია, თუმცა გააჩნია, გაზრდილი ხარჯები რა მიმართლებით იქნება გამოყენებული.
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 223.1 მლნ ლარით იზრდება და 13 მლრდ 313,1 მლნ-ით განისაზღვრება.
"ძალიან რთულია ასე ცალსახად თქმა, გააჩნია, ამის საპირწონედ რა არის, ხარჯები რა ნაწილში იზრდება. დიახ, ზემოქმედებას, ზეწოლას (ლარის გაუფასურებაზე) რა თქმა უნდა, ახდენს მეტი ლარის გამოყოფა და ლარში ხარჯების გაზრდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ვნახოთ, რა ხარჯებზეა საუბარი კონკრეტულად და რა უკუზომებია აქეთ მხარეს გატარებული", - განაცხადა ძნელაძემ.
რაც შეეხება მოლოდინების ფაქტორს ვალუტის გაუფასურებაში, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს მოცემულობა ისევ სახეზეა.
"მოლოდინების ნაწილში არის გარკვეული ბუფერი კურსში და ყველა ერთხმად აღიარებს, რომ დღეს უფრო მეტად არის ლარი გაუფასურებული, ვიდრე რეალურად უნდა იყოს", - განმარტა მან.
ცნობისთვის: ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ხვალიდან 1 აშშ დოლარი 2.975 ლარი ეღირება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების მინიმალური სარეზერვო ნორმა 30-დან 25%-მდე შეუმცირდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას