მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ძნელაძე: 2020-მა აჩვენა, რომ ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა იდგეს

60b621bae7b1b
ლიკა გურაბანიძე
05.06.21 13:54
770

“2020-მა წელმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აჩვენა, რომ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დივერსიფიცირებულები იყვნენ და მათი ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე არ იდგეს” - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

“როდესაც ტურიზმზეა საუბარი, ყურადღება არაპირდაპირ ექსპორტსაც უნდა მიექცეს. აქვე გასათვალისწინებელია ის პროდუქტებიც, რომელიც შესაძლებელია ადგილზე იწარმოება და ტურიზმის მაჩვენებლებს საკმაოდ წონის, თუმცა მისი გაყიდვები სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული, ხოლო როდესაც ტურიზმი შემცირდა, ეს პროდუქტებიც ავტომატურად ჩამოიშალა” - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ასევე საექსპორტო ბაზრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისმა მოცემულობა აქაც შეცვალა.

“ექსპორტის ნაწილში ავტომობილების რეექსპორტი უნდა გამოვყოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნიდან ნედლეულის ექსპორტი ხდება, თუმცა მის გადამუშავებაზეც უნდა ვიფიქროთ.

მსოფლიო მასშტაბით ახალი გადანაწილებაა საექსპორტო და საიმპორტო პროდუქციაში. კრიზისმა აჩვენა, რომ ქვეყანა შედარებით იაფიანი პროდუქციის მოხმარებაზე გადადის და პროდუქციის შემოტანა იაფი საიმპორტო ქვეყნებიდან ხდება.

მაგალითისთვის თურქეთს მოვიყვან, სადაც ლირის გაუფასურებამ პრინციპულად ქვეყნის ექსპორტი მაქსიმალურად დაასტიმულირა და ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტი სწორედ თურქეთიდან განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყანაში, რომელიც მზარდია. აქ ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკურ ჭრილშიც უნდა ვისაუბროთ” - აღნიშნა ძნელაძემ.