მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ძნელაძე: ლარის კურსზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ და სხვა ნაბიჯებმა გარკვეული შედეგი გამოიღო

5e562583a662c
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.20 11:23
823
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაზე გარკვეული გავლენა სხვა ნაბიჯებთან ერთად, 2019 წლის ბოლოს, 9%-მდე გაზრდილმა რეფინანსირების განაკვეთმა იქონია. 

გამყარების ტენდენციის მიუხედავად, ალექსანდრე ძნელაძის თქმით, რთულია იმის თქმა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტრენდი. 

"უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ჯერჯერობით, ვერ ექნებოდა ლარზე ვერანაირი რეაგირება. ფაქტია, რომ იმ გარემოებებმა, რა გარემოებებიც იყო გასული წლის ბოლოს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა, ამან გარკვეული შედეგი გამოიღო და სეზონურობაც დაემთხვა. იმაზე საუბარი, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება, არის ძალიან რთული, მაგრამ, რეალურად უნდა ვთქვათ, რომ ალოგიკური არ ხდება არაფერი. უფრო დეფიციტური ხდება ლარი. მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ მიმდინარე პროცესებს და შეინარჩუნოს ლარმა სტაბილურობა,"- ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

25 თებერვლის ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7946 ლარს შეადგენს, რაც უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში ყველაზე მყარ გაცვლით კურსს წარმოადგენს.