14.სექტემბერი .2020 13:42

ალექსანდრე ძნელაძე: პანდემიის მეორე ტალღის შიში ლარზე გავლენას ახდენს

views 387
უკან

"ლარის კურსი რეგიონის ვალუტებთან შედარებით, უფრო სტაბილურია, ამის დასკვნის საფუძველს გვაძლევს ის შედეგები, რაც წინა პერიოდში იყო. დღეს ლარის კურსის მერყეობა საქართველოს ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დოლარიზაციის დონე კვლავ მაღალია”, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.


ძნელაძის თქმითვე, დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ეკონომიკის ის დარგები, მაგალითად რომლებიც ლარზე იმპორტის და ექსპორტის კუთხით ზემოქმედებს, აღდგენილია (მაგალითად, საცალო გაყიდვების ბიზნესი).

“იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო, თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ტურიზმის შემცირების ფონზე შემოდინებები ტურისტებისგან შემცრებულია. ჩვენ შემოდგომა და ზამთარი გველოდება, როდესაც ენერგომოხმარება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც იმპორტის ზრდას გამოიწვევს. ასევე, მნიშვნელოვანია 2019-2020 წლებში ნაღდი ფულის მოცულობის ზრდა, რაც სხვადასხვა მიზეზებით იყო გამოწვეული.

პანდემიის მეორე ტალღის დასაწყისი, რომელსაც ყველა შეშინებულები ვუყურებთ - ესეც აისახება ლარის კურსზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს მნიშვნელოვან რყევას გამოიწვევს. დღეის მდგომრეობით, ეროვნული ბანკი და მთავრობა კურსის ცვლალებადობას აკვირდება და მაქსიმალურად ცდილობს შოკური ცვლილებების მინიმიზირებას", - განმარტა ალქესანდრე ძნელაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა