მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ძნელაძე: "დოლარის ჩანაცვლება ვერც ევრომ და ვერც იუანმა შეძლო"

5f8eac7f9c5d8
ლიკა გურაბანიძე
20.10.20 20:38
1320

"მსოფლიო წარმოებასა და ვაჭრობაში აშშ-ის წილის შემცირების მიუხედავად, გლობალურ ფინანსურ სისტემაში დოლარის როლი იზრდება", - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გლობალურ ფინანსურ სისტემაში დოლარის როლის ზრდას ხელს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების განვითარება უწყობს.

"გლობალიზაციამ გამოიწვია ის, რომ დოლარი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო გაცვლითი ღირებულების ნომინალია და დღეს მისი ჩანაცვლება სრულფასოვნად ვერცერთმა ვალუტამ ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ევრო დოლარს კონკურენციას მაქსიმალურად უწევს. ამ შემთხვევაში ჩვენ დოლარის სანდოობაზე უნდა ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკებში აშშ-ის წილი იკლებს, ის მაინც დომინანტის როლს ინარჩუნებს. ასევე, პანდემიის პირობებში საეჭვოა, რომ აღნიშნული როლი რომელიმე სხვა ვალუტამ გადაინაწილოს.

ერთი მხრივ, დოლარის მსგავსი წონასწორობა მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ძალიან სტაბილურია. მეორე მხრივ, შეერთებული შტატების შემცირებული როლი მსოფლიო წარმოებასა და ვაჭრობაში, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში ახალ წონასწორობაზე გადასვლას გამოიწვევს, სადაც მნიშვნელოვან როლს სხვა გლობალური და რეგიონალური ვალუტები ითამაშებენ, როგორიცაა ევრო და იუანი.

ამავდროულად, საშუალოვადიან პერიოდში უფრო სავარაუდოა ევროსა და იუანის როლის ზრდა რეგიონალურ და გლობალურ ვაჭრობაში, აგრეთვე შესაძლო ზრდა საერთაშორისო სესხების ბაზარზე იუანით, ჩინეთის აქტიური პოლიტიკით მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების სესხების გაცემაზე", – განაცხადა ძნელაძემ.

მისივე თქმით, ვერც ევრო და ვერც იუანი ჯერ ვერ გახდებიან დოლარის, როგორც უსაფრთხო აქტივის პოტენციური ჩამნაცვლებლები.