მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"

5fc4b8b8c03f4
ლიკა გურაბანიძე
30.11.20 22:18
16471
“მზაობა საბანკო სექტორმა უკვე განაცხადა და რეალურად მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი”, - ამის შესახებ საბანკო ასცოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ  “საქმიან დილაში”  სესხების გადავადებაზე საუბრისას აღნიშნა.

შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საცალო გაყიდვების სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც შეზღუდვების გამო დროებით დაკარგავენ სამსახურს და ექნებათ საბანკო ვალდებულებები, სახელმწიფო ბანკებთან სესხების გადავადების საკითხზე უშუამდგომლებს.

ამასთან, ისინი მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც ძნელაძემ აღნიშნა, ვინც ამჟამინდელი წერტილოვანი ლოქდაუნის დროს ფუნქციონირება შეაჩერა, ყველა აღირიცხება და რესტრუქტურიზაციის სიაში მოხვდება.

“საბანკო სექტორი მზად არის, რომ არსებულ გადასახდელებთან მიმართებით მომხმარებლებთან ისაუბროს და ვალდებულებები გადაავადოს. გადავადებამ გარკვეული შინაარსი მიიღო და აქედან გამომდინარე დღეს უფრო მნიშვნელოვანია რესტრუქტურიზაციაზე ვისაუბროთ, რაც ინდივიდუალურ ინფორმირებას გულისხმობს, რათა წინა პერიოდში არსებული ინფორმაციის ვაკუუმი უგულებელყოფილი იყოს. რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა? უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები სახელმწიფოს სოციალური დახმარების სიებში იყვნენ აღრიცხულები და კომერციულ ბანკს რესტრუქტურიზაციაზე ამის შემდეგ მიმართონ. რესტურქტურიზაცია მხოლოდ სამთვიანი საბანკო გადასახდელების გადავადებით არ შემოიფარგლება, არამედ ეს შესაძლოა იყოს 4-თვიანი. აქ მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ის პირობები, რაშიც მომხმარებლებს უწევთ ყოფნა", - განაცხადა ძნელაძემ.