მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ძნელაძე საფინანსო სფეროში FDI-ის $93 მლნ-ით კლებას არასაბანკო მიმართულებას უკავშირებს

5d78ede29f9de
შოთა ტყეშელაშვილი
11.09.19 18:30
1484
2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საფინანსო სექტორში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით $93 მილიონი დოლარით შემცირდა.

BMG საფინანსო სფეროში ინვესტიციების კლების შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძეს ესაუბრა. ძნელაძის თქმით, აღნიშნული შემცირების ძირითად მდგენელს ქვეყნის არასაბანკო სფეროში ინვესტიციების შემცირებამ გამოიწვია. ძნელაძე ამბობს, რომ მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის დაწესება და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედება აღნიშნული სეგმენტის შემცირების წამყვანი მიზეზები იყო.

“საფინანსო სექტორში ინვესტიციის კლება, 100%-ით ვერ ვიტყვი, მაგრამ ძირითადი ნაწილი მოდის არასაბანკო სფეროზე. როგორც მოგეხსენებათ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღებიდან მიკროსაფინანსო ბაზარზე მოახდინა გავლენა და შემცირდა მიკროსაფინანსოების რაოდენობა და ამ მიმართულებით ინვესტიციების რაოდენობაც შემცირდა მნიშვნელოვნად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები აღნიშნულ მოსაზრებას, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია. მაგრამ, მხოლოდ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რადგან ეს პროცესი გარკვეულწილად დაიწყო მაქსიმალური საპროცენტო ზღვარის დაწესების შედეგად და ის საბოლოოდ აქამდე მივიდა. ვერ გეტყვით რომ ამ რეგულაციის [პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის] მიუღებლობა არ გამოიწვევდა ანალოგიურ შედეგს, რადგანაც მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრასაც უკვე შეეძლო აღნიშნული შედეგი გამოეწვია,” - ამბობს ძნელაძე.

სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, მიკროსაფინანსო სექტორის ჯამური აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაახლოებით, 200 მილიონით არის შემცირებული, ხოლო 2019 წლის 6 თვეში სექტორის ჯამური ზარალი 80 მილიონ ლარს შეადგენს. სტატისტიკის მიხედვით, ამ ბაზრის მოთამაშეების რაოდენობაც მცირდება.