მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ძნელაძე: საპროცენტო განაკვეთები 2014 წლიდან მუდმივად კლებადია

5f55fb64b17c0
ლიკა გურაბანიძე
07.09.20 23:00
821
“საპროცენტო განაკვეთების დინამიკა, 2014 წლიდან მუდმივად კლებადია”, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განმარტა.

მისივე თქმით, 2014 წელს საშუალო საპროცენტო განაკვეთი 13.22% იყო, ხოლო დღეს 10.24%-ია.

“აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აქტიური ლარიზაციის პროცესი იყო, რომელიც საპროცენტო განაკვეთზე მნიშვნელოვან წნეხს ახდენს, რადგან ლარში საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაზე მაღალია.

ლარში საპროცენტო განაკვეთები რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, რასაც ეროვნული ბანკი განსაზღვრავს.

დღეის მდგომარეობით მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43%-ი არის ლარში. დღეს იგივე რეჟიმის დაბრუნების ტენდენცია უკვე შეინიშნება და ის 2018 წლის ბოლოს არსებულ მდგომარეობას უბრუნდება.” - განმარტა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ძნელაძე: სულ 2-მლნ სესხზე მეტი გადავადდა