"სტაბილურად იქნება ლარი", - ასე უპასუხა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ BM.GE-ის კითხვას, რომელიც ბოლო დღეებში ლარის კურსის გამყარების ტენდენციას შეეხებოდა.
მისი შეფასებით, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ხდება კონკრეტული ნაბიჯების განხორციელება, როგორც - ეროვნული ბანკის, ასევე მთავრობის მხრიდან.
"სტაბილურად იქნება ლარი; ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ამ მიმართულებით ხდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა: ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და შეძლებისდაგვარად სებ-მა გააკეთა ინტერვენციები; სახელმწიფოს მხრიდანაც ხდება სრული მხარდაჭერა ამ მიმართულებით - იცით, რომ განიხილება სხვადასხვა რეგულაციების თეორიულად შემსუბუქების შესაძლებლობა“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
რაც შეეხება ლარის გამყარების გამომწვევ ფაქტორებს, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი თვლის, რომ ეროვნულ ვალუტაზე გავლენა სეზონურობასთან ერთად, სხვა ფაქტორებმაც იქონია.
„ლარის გამყარებაზე გარკვეულწილად სეზონურობამ იმოქმედა, გარკვეულწილად - ეროვნული ბანკის და მთავრობის კონკრეტულმა ნაბიჯებმა, რაც რეალურად ზემოქმედებას ახდენს ლარის კურსზე. ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ თუ ასე სეზონურად გამყარდა ეროვნული ვალუტა, მომავალ წელს არ იქნება რადიკალურად უკუსვლა, მაგრამ ძალიან რთულია ლარის კურსის ზუსტი პროგნოზირება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართულია, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე - მთავრობა და რეალურად ყველა ინსტრუმენტის გამოყენება ხდება, რომ აღნიშნული წნეხი ინფლაციაზე მოიხსნას“, - განმარტა ძნელაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას