მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე პაპიაშვილი: RIA, პრაქტიკულად, მოკლავს სწრაფი რეფორმების შესაძლებლობას

5e2d94965e9ae
ნუცა ბაზლიძე
26.01.20 17:29
1842
"პრინციპულად არასწორად მიგვაჩნია, რეგულაციას, რომელიც არ მოგვწონს, ვებრძოლოთ ისევ რეგულაციით. არსებული დადგენილება პრაქტიკას უფრო გაართულებს“, - ეს განცხადება „საქმის კურსში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე პაპიაშვილმა მთავრობის იმ დადგენილებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის რეგულირების ზეგავლენის დოკუმენტი მომზადდება.

„რეგულაციის მე-13 მუხლში პირდაპირ მოცემულია ეტაპები, მათ შორის, საბაზისო სცენარის განსაზღვრა, ინტერვენციის მიზნების დასახვა, ალტერნატივების შედარება და შეფასება. ასევე, როდესაც განსხვავებულ აზრს დადებს ორგანო, შემდეგ მან თავისი მოსაზრებაც უნდა წარმოადგინოს. თავისთავად, ეს პროცესს გააჭიანურებს, ბიუროკრატიას გაზრდის. RIA, პრაქტიკულად მოკლავს, სწრაფი რეფორმების შესაძლებლობას. ჩვენს მთავარ მიზნად რჩება ის, რომ სწრაფი რეფორმები გავატაროთ“, - განაცხადა ალექსანდრე პაპიაშვილმა და დასძინა, რომ „რეფორმები გააზრებული უნდა იყოს RIA-ს გარეშეც“.

„ჩვენ რომ გვქონდეს შვეიცარიის ან ნორვეგიის მსგავსი ეკონომიკა, მაშინ რეგულირების ზეგავლენის შეფასება კარგია. მათ აქვთ ფუფუნება, რომ თუნდაც 1-2 წელი დახარჯონ ცვლილებებზე ფიქრში, ანალიზში. ჩვენს შემთხვევაში სჯობს, მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, გვქონდეს პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და არ დავკარგოთ დრო“, - განმარტავს ალექსანდრე პაპიაშვილი.