ალექსი პეტრიაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და BMG & Forbes-ის საერთაშორისო მიმოხილველი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩის მიერ საქართველოში დამოკრატიისა და ბიზნესგარემოს გაუარესებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატია საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის დამოკიდებულების ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ელჩების მიერ გამოთქმული შეშფოთება, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ახალი ციფრული დერეფნის პროექტის განმახორციელებელი ინვესტორის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდებოდა, უკვალოდ არ ჩაივლის.
"აშშ-ში მუდმივად ყურადღებას იჩენენ საქართველოსთან მიმართებით და, შესაბამისად, ყველა მწვავე და აქტუალურ საკითხზე იქნება ეს დემოკრატიის, უსაფრთხოების თუ რომელიმე კონკრეტული პროექტის საკითხს, გამოხმაურება მუდმივად აქვს და პულსზე მართლაც ხელი უჭირავთ.
ყოფილი ელჩები არ არიან უბრალოდ დამკვირვებლები და უბრალოდ გულშემატკივრები, რადგან მათ სიტყვას ძალიან სერიოზული ფასი აქვს. მათ მიერ გამოხატულ შეშფოთებას კი იზიარებენ იმ გავლენიან წრეებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება. შესაბამისად, ამას არაპირდაპირ აქვს გავლენა იმაზე, თუ რა იქნება აშშ-ის მმართველობის ადმინისტრაციის დამოკიდებულებაც. ეს არ არის მხოლოდ ერთი წერილი, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოსთან დაკავშირებულ და რეგიონთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროექტებს. თავად ეს პროექტი კი ისეთივე დიდ მნიშვნელობას ატარებს, რასაც ანაკლიის პორტის პროექტი თუ მილსადენების პროექტი ატარებდა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის სამმა ყოფილმა ელჩმა ჯონ ტეფტმ, უილიამ კორტნიმ და კენეტ იალოვიცმა 23 სექტემბერს გამოცემა The National Review-ში ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტების შესახებ ისაუბრეს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ციფრული აბრეშუმის გზის პროექტები:
დიპლომატები წერენ ორ უმსხვილეს საინვესტიციო პროექტზე, რომელთა განვითარებასაც მათი შეფასებით სახელმწიფოს ჩარევა აფერხებს, საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ახალი ციფრული დერეფანის განვითარების პროექტებზე.
“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც $2.5-მილიარდიანი ინვესტიციებს ითვალისწინებდა, საქართველოს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან პუნქტად აცქევდა. პორტის განვითარება კი როგორც ჩანს საქართველოს მთავრობის მიერ მის პოლიტიზირებას უკავშირდება, რის გამოც, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო დონორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოეხდინა პროექტის ფინანსირებისთვის საჭირო სესხების გარანტირება. შედეგად, პროექტის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო კონსორციუმი მისმა ამერიკელმა პარტნიორებმა დატოვეს.
ანაკლიის გარდა, მეორე შემთხვევა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ეხება, რომლის განვითარებაშიც საერთაშორისო კონსორციუმი არის ჩართული. პროექტი შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელის მეშვეობით, ევროპასა და აზიას დააკავშირებს. კონსორციუმმა ამ პროექტის განხორციელებისთვის, საქართველოს ერთ-ერთი ინტერნეტ პროვაიდერის მფლობელ კომპანიაში 49%-იანი წილი შეიძინა. საქართველოს მთავრობამ კი დაჩქარებული წესით მიღებული კანონით ამ ტრანზაქციის შებრუნება და კომპანიაზე სრული გავლენის მოპოვება გადაწყვიტა.
ორივე შემთხვევა აჩვენებს, რომ საქართველოში ინვესტირების საბოლოო შედეგი კომპანიებისთვის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა იყოს, რაც ახლა ხდება ანაკლიის შემთხვევაში. ამან კი პოტენციური უცხოური ინვესტორების დაფრთხობა გამოიწვიოს. მოლაპარაკებათა შედეგად მიღწეულ შეთანხმებებს ამ რისკების შემცირება შეუძლიათ.
გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მძიმე გამოწვევები და ომები გამოიარა, რათა სუვერენიტეტი და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება შეენარჩუნებინა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ქვეყანას ამ გამოწვევების გადალახვაც შეეძლება,” - ნათქვამია დიპლომატების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა