მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალფა პეტი: ჩვენი პოლიეთილენის ბოთლები მუდმივ მონიტორინგზეა, თურქული წარმოების - არა

60859b8fe9f1f
ინგა მურუსიძე
26.04.21 00:14
1226
პლასტიკური ბოთლების, ნახევარფაბრიკატებისა და რძის კონტეინერების მწარმოებელი კომპანია „ალფა პეტის“ დირექტორის მტკიცებით, განსხვავებით ადგილობრივი წარმოების პოლიეთილენის ბოთლებისა, იმპორტირებული პორდუქციის ხარისხის კონტროლი სათანადოდ არ ხდება.

როგორც მამუკა ჩალაძემ bm.ge-სთან განაცხადა, მართალია, „ალფა პეტი“ უკვე საქართველოს ბაზრის მოთხოვნის, დაახლოებით, 50%-ს აკმაყოფილებს და „თურქული, დაბალი ხარისხის პროდუქცია“ მნიშვნელოვნად ჩაანაცვლეს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო იმპორტირებულ პროდუქციასთან არათანაბარ კონკურენციაში იმყოფებიან.

„ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის ნაწილი, დაახლოებით, 10%-12% სომხეთში ექსპორტზე გაგვაქვს, ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თურქეთთან, რაც ჯერჯერობით ვერ შედგა, რადგან რაც არ უნდა დაბალი ფასი შესთავაზო, მათი მიდგომა და პოლიტიკაა, რომ თავის ქვეყანაში წარმოებულს იყიდიან ძვირად და შენსას - არა. სამაგიეროდ, ჩვენს ქვეყანაში თურქული კომპანიები შემოდიან ძალიან დაბალი ფასებით და დაბალი ხარისხით და ასე გვიწევენ კონკურენციას. პირველი პრობლემა არის ის, რომ მათი მონიტორინგი არ ხდება; ჩვენ მიერ წარმოებული პოლიეთილენის ბოთლები კი, რომლებსაც პირველადი ხარისხით ვუშვებთ, ყოველგვარი მინარევების გარეშე, მუდმივ მონიტორინგზეა. შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შეგვამოწმონ, ხოლო შემოტანილ პროდუქციას არ ამოწმებენ, მათი მონიტორინგი არ მიმდინარეობს, თორემ დარწმუნებული ვარ, დახლიდან მოხსნიან. ვფიქრობ, დანაშაულია, როცა ამის მონიტორინგი არ ხდება. მომწამვლელია უხარისხო ბოთლები“, - აცხადებს მამუკა ჩალაძე.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ საკითხით სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის უვნებლობის სამსახური დაინტერესდნენ, მაგრამ „რატომღაც საკითხის განხილვა მაშინ გაჩერდა“.

ლარის კურსის გაუფასურება ყველაზე მეტად გვირტყამს და გვანადგურებს - „ალფა პეტი“