შაქრის ფასი ჯერჯერობით სტაბილურია და ჩემი შეფასებით, არც გაიზრდება, - ამის შესახებ BM.GE-ის შაქრის იმპორტიორი კომპანია „ალფას“ დირექტორმა გურამ ბროძელმა განუცხადა.
მისივე თქმით, შაქრის იმპორტი ამ დროისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს და მარაგებიც საკმარისია. დღეისთვის 1 კგ შაქრის ღირებულება 1.60 – 1.70 ლარია.
„შაქრის ფასი ჯერჯერობით სტაბილურია და ჩემი შეფასებით, არც გაიზრდება. დღეს ჩვენ მიერ იმპორტირებული შაქრის ფასი 1 კგ-ზე 1.60 ლ-დან 1.70-ლ-მდე მერყეობს და ჩვენს შემდეგ ვახდენთ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
იმპორტთან დაკავშირებთ პრობლემები არ გვაქვს და არც არის მოსალოდნელი, უბრალოდ თოვლიანობის პერიოდში ლარსი დაიკეტა და ძირითადი იმპორტიორი შაქრის კუთხით ამ ეტაპზე იყო რუსეთი. ახლა გახსნილია ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არც ჩვენ და არც მარაგებს“, - განაცხადა გურამ ბროძელმა.
მისი ინფორმაციით, კომპანია შაქრის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ახორციელებს.